• Ge
  • En
  • Ru
კორპორაციული მენეჯმენტი

კორპორაციული მენეჯმენტი

კორპორაციული მართვის პრინციპები

სს „თელასის“ კორპორაციული პოლიტიკა ხორციელდება საზოგადოების წესდების, შიდა დოკუმენტების, აგრეთვე კორპორაციული სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში საქართველოს ფუძემდებლური ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად: „მეწარმეთა შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონების და საქართველოს სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების თანახმად.

საზოგადოების აქციონერთა და ინვესტორთა უფლებების უზრუნველყოფა

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, გენერალური დირექტორი უზრუნველყოფენ აქციონერთა და ინვესტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

აქციონერის ძირითადი უფლებები - დივიდენდების მიღების და საზოგადოების მართვაში მონაწილეობის უფლება - გარანტირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საზოგადოების წესდებით.

საზოგადოების აქციონერებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების მართვაში, უპირველეს ყოვლისა, მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით აქციონერთა საერთო კრებაზე.

აქციონერებს უფლება აქვთ თავისუფლად განკარგონ თავისი აქციები მოქმედი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ მთავარ როლს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების უსაფრთხო და დროული კლირინგი და ანგარიშსწორება.

საზოგადოებას საერთო კრებაზე შეუძლია გამოაცხადოს აქციონერთათვის დივიდენდების გადახდის შესახებ, გასანაწილებელ მოგებაზე მათი უფლებების და პრივილეგიების გათვალისწინებით. საზოგადოებას უფლება არა აქვს მიიღოს გადაწყვეტილება დივიდენდების გადახდასთან დაკავშირებით მოგების არარსებობის შემთხვევაში, ასევე დაუშვებელია დივიდენდების გაცემა ისეთი ოდენობით, რომელიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციებს.

გამჭვირვალება და ინფორმაციული გახსნილობა

საზოგადოების აქციონერთათვის უზრუნველყოფილია საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის თავისუფალი წვდომა. აქციონერთა მიმართ საინფორმაციო პოლიტიკა ხორციელდება მისაწოდებელი ინფორმაციის სისრულის, ოპერატიულობის, ობიექტურობის და სისწორის გათვალისწინებით. საზოგადოება აქციონერთათვის უზრუნველყოფს წესდების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წვდომას. აქციონერის მოთხოვნით საზოგადოება ვალდებულია მიაწოდოს მას წესდების 22 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტთა ასლები.

ბიზნესის მართვის ხარისხის კონტროლი და შეფასება

კონტროლს საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე ახორციელებს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტი და საზოგადოების დამოუკიდებელი აუდიტორი.

სს „თელასში“ აქციონერთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მიღებულია შემდეგი შიდა დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებს საზოგადოების ორგანოთა საქმიანობას:

წესდება. წესდება საზოგადოების დამფუძნებელი დოკუმენტია. იგი შეიცავს ინფორმაციას საზოგადოების სამართლებრივი მდგომარეობის, მიზნებისა და საქმიანობის სახეობათა, საწესდებო კაპიტალის, აქციონერთა უფლებების შესახებ, მოიცავს საზოგადოების ორგანოების აღწერილობას, მათ კომპეტენციასა და საქმიანობის წესს. წესდების მოქმედი რედაქცია დამტკიცებულია სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მიერ 25.10.2023 (25.10.2023 წლის ოქმი).

დებულება აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების წესის შესახებ. დებულება აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების წესის შესახებ დამტკიცებულ იქნა სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების 31.08.2022 გადაწყვეტილებით (31.08.2022 წლის ოქმი). დებულება განსაზღვრავს აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების წესს, კრების ჩატარების ფორმებს, აკონკრეტებს საერთო კრების სამუშაო ორგანოების ფუნქციებს.

დებულება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების შესახებ. დებულება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ დამტკიცდა სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებით 31.08.2022 (31.08.2022 წლის ოქმი). დებულება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს.

დებულება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ანაზღაურებისა და კომპენსაციების გადახდის შესახებ. დებულება სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ანაზღაურებისა და კომპენსაციების გადახდის შესახებ დამტკიცდა სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მიერ (ოქმი №13, 11.03.2009). დებულება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის გადასახდელი ანაზღაურებისა და კომპენსაციების გადახდის წესსა და ოდენობას. დებულების შესაბამისად, ანაზღაურებისა და კომპენსაციების გადახდა თავმჯდომარისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის წარმოებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის, აღნიშნული სხდომების ჩატარების ფორმის მიუხედავად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრისათვის ანაზღაურებულ უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, სხდომის ჩატარების მომენტისათვის საზოგადოებაში დადგენილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მოქმედი ნორმების თანახმად.

დებულება სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტის შესახებ. დებულება სააქციო საზოგადოება „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტის შესახებ დამტკიცებულ იქნა სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2018 წლის 13 აპრილის, ოქმი №197. დებულება განსაზღვრავს კომიტეტის სტატუსსა და კომპეტენციას, უფლებებსა და მოვალეობებს, შემადგენლობას, ფორმირების, მუშაობისა და საზოგადოების მართვის ორგანოებთან ურთიერთქმედების წესს.

საზოგადოების მართვისა და კონტროლის ორგანოების სტრუქტურა

სს „თელასის“ წესდების შესაბამისად, საზოგადოების მართვისა და კონტროლის ორგანოებია:

  • აქციონერთა საერთო კრება
  • სამეთვალყურეო საბჭო
  • გენერალური დირექტორი

აქციონერთა საერთო კრება. საზოგადოების აქციონერთა საერთო კრება წარმოადგენს მართვის უმაღლეს ორგანოს. აქციონერთა საერთო კრება აქციონერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ საზოგადოების მართვაში მონაწილეობის უფლების რეალიზაცია საზოგადოების საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების გზით, აქციონერთა საერთო კრების კომპეტენციის შესაბამისად. სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან აქციონერთა საერთო კრების წინაშე. აქციონერთა საერთო კრების კომპეტენცია, მისი მომზადებისა და ჩატარების ვადები და წესი, აგრეთვე ჩატარების ფორმა განსაზღვრულია საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“, წესდებასა და აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების შესახებ დებულებაში.

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო. საზოგადოების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოების საქმიანობის არსებით საკითხებთან დაკავშირებით, წესდებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის წესი რეგულირდება წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ დებულებით. სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს ექვის წევრისაგან შემდგარ კოლეგიალურ ორგანოს. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევენ საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე საზოგადოების აქციონერთა მომდევნო წლიური კრების ჩატარებამდე ვადის განმავლობაში. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტა. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არჩეული პირების ხელახალი არჩევა შესაძლებელია შეუზღუდავად. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვადამდელი გადარჩევა.

გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი ახორციელებს საზოგადოების მიმდინარე საქმიანობის ხელმძღვანელობას. იგი წარმოადგენს საზოგადოების ერთპიროვნულ აღმასრულებელ ორგანოს. გენერალური დირექტორი ახორციელებს საზოგადოების ხელმძღვანელობას, ყოველდღიურ მართვასა და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს.