კომპანიის შესახებ
სააქციო საზოგადოება "თელასის" მისიაა ქ. თბილისში მომხმარებელთა საიმედო და ხარისხიანი ენერგომომარაგება.
ჩვენი საქმიანობა მიმართულია კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებაზე, მართვის სისტემების სრულყოფაზე, თანამედროვე მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე, მომხმარებელთა მომსახურების განვითარებასა და ხარისხის ამაღლებაზე.
უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ კორპორაციულ კულტურას, რომლის მთავარ ფასეულობად მიგვაჩნია მაღალი პროფესიონალიზმი, მართვის სისტემის მოქნილობა, თანამშრომლების დისციპლინისა და შემოქმედების ეფექტური შერწყმა. კომპანია ქმნის პროფესიონალების გუნდს, მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ სოციალურ დაცვაზე. კომპანიაში შექმნილ გუნდს ახასიათებს სწრაფვა ეფექტური მუშაობისაკენ და კორპორაციული ფასეულობებისადმი ერთგულება.
სს "თელასის" საქმიანობა მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალეა აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის.
„თელასი“ ახორციელებს ელექტრული ქსელის ტექნიკური გადაიარაღების და მოდერნიზაციის სამუშაოებს. ძირითადი ყურადღება ეთმობა გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლად სეგმენტებს. პრიორიტეტული ამოცანაა ტექნიკური დარღვევების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და ელექტროენერგიის დანაკარგების მნიშვნელოვანი შემცირება.
კომპანიის საკუთრებაში 36 მადაბლებელი ქვესადგური 35/110 კვ და 2 305 სატრანსფორმატორო ქვესადგური 10/6/0,4 კვ.
დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძეა 7153 კმ.
კომპანია აწვდის ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურებას, აბონენტების ტექნიკურ მომსახურებას, ასევე ახორციელებს თბილისში წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირებას.
მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება 8 ბიზნეს ცენტრის მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში. კომპანიის მომხმარებელთა რიცხვი შეადგენს 780 ათასს.
ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 1895 ადამიანი.
„თელასის“ საქმიანობის ძირითადი სახეობებია: ელექტროენერგიის ტრანსპორტირება; თბილისის ელექროგამანაწილებელი ქსელის მომსახურება; ექსპლუატაცია, რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და გაფართოება ელექტროენერგეტიკული სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. კომპანია აწვდის ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურებას, აბონენტების ტექნიკურ მომსახურებას, ასევე ახორციელებს თბილისში წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირებას.
სს „თელასი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. დედაქალაქში ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 3 მლრდ კვტ/სთ-ს.