სს "თელასი" აცხადებს №330.18.00034-00038 წინადადებების ღია მოთხოვნას:

  • ლოტი 1 – №330.18.00034 – იზოლირებული ინსტრუმენტები, მოწყობილობები, ელ.დაცვის საშუალებები (ამპერმეტრები და ვოლმეტრები)

  • ლოტი 2 – №330.18.00035 – კაბელის დაზიანებების მძებნელი

  • ლოტი 3 – №330.18.00036 – იზოლირებული ინსტრუმენტები, მოწყობილობები, ელ.დაცვის საშუალებები (დიელექტრიკების გამოსაცდელი აპარატი და დაზიანების ძებნის მაჩვენებელი)

  • ლოტი 4 – №330.18.00038 – დენის მარწუხები

  1. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ, ფიზიკურ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, ასევე მათ გაერთიანებებს. შემოთავაზებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2018 წლის 1მარტის 15:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანისქ. 3, სს “თელასის” სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება სს “თელასის” ოფიციალური  საიტიდან  www.telasi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “განცხადებები”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2018 წლის1მარტის 17:00  საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. №3, საქმისწარმოების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს ხელმოწერილი დაბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2018 წლის 19 მარტის 11:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან და კავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524); procurment@telasi.ge

Deadline: 
Friday, 16 March, 2018 - 17:00