სს "თელასი" აცხადებს №22.05/154 ფასთა ღია გამოკითხვას ახალი აბონენტების გამრიცხველიანების 11 პროექტისათვის ბოძების მონტაჟზე

  1. ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა   დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2014 წლის 4 ივნისის 10:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, სს "თელასის" სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება სს "თელასის" ოფიციალური საიტიდან www.telasi.ge - განყოფილება - "შესყიდვები", ქვეგანყოფილება – "განცხადებები"  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის  გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2014 წლის 4 ივნისის 10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, საქმის წარმოების განყოფილება. შემოთავაზება (მათი წინადადება მომსახურების შესრულების  შესახებ) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 201წლის 4 ივნისის 15:05 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524); procurment@telasi.ge

latest Nike release | Nike sneakers

Deadline: 
Wednesday, 4 June, 2014 - 13:00