სს "თელასი" აცხადებს №21.05-К-31 ღია კონკურსს მშრალი ძალოვანი ტრანსფორმატორების შესყიდვაზე

  1. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2014 წლის 23 ივნისის 10:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, სს "თელასის" სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება სს "თელასის" ოფიციალური საიტიდან www.telasi.ge - განყოფილება - "შესყიდვები", ქვეგანყოფილება – "განცხადებები" შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის  გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. ღია კონკურსშიმონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2014 წლის 23 ივნისის 10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, საქმის წარმოების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2014 წლის 23 ივნისის 15:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524) procurment@telasi.ge

latest jordans | Nike Shoes, Sneakers & Accessories

Deadline: 
Monday, 23 June, 2014 - 13:00