სს "თელასი" აცხადებს №30.01/27 ფასთა ღია გამოკითხვას სამშენებლო - სარემონტო სამუშაოეზე პროექტი №LT-181

  1. ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა   დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული მომსახურება  უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2014 წლის 7თებერვლის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, სს "თელასის" სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2014 წლის 10 თებერვლის  10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, საქმის წარმოების განყოფილება. შემოთავაზება (მათ წინადადება საქონლის მოწოდების შესახებ) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 201წლის 10 თებერვლის 15:00საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524); procurment@telasi.ge

Deadline: 
Monday, 10 February, 2014 - 13:00