სს „თელასის“ კუთვნილი და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების და მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ ღია კონკურსის №22.11-К-40 დოკუმენტაციაში შეტანილია ცვლილებები შემდეგი პუნქტების მიხედვით:

2.1.4. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მუშაობისარა ნაკლებ 2 წლის გამოცდილება;

2.1.5. საწესდებო კაპიტალის მოცულობა – 3 000 000 ლარიდან შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით   - საწესდებო კაპიტალის მოცულობა  არა ნაკლებ 2 000 000 ლარი;

2.3.1. ბოლო საანგარიშო პერიოდის (წლის) ანგარიშგება, რომელიც აუდირებულია „დიდი ოთხეულიდან“ ერთ-ერთი აუდიტორის მიერ (PricewaterhouseCoopers, DeloitteToucheTohmatsu, Ernst&Young, KPMG) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ბოლო საანგარიშო პერიოდის (წლის) ანგარიშგება, რომელიც აუდირებულია ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე ან ელ.მისამართზე:+995(32)2779999 (შიდა7759; 7524); procurment@telasi.ge.