- წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ, ფიზიკურ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, ასევე მათ გაერთიანებებს. შემოთავაზებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
- დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2018 წლის 13 თებერვლის 15:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანისქ. 3, სს “თელასის” სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება სს “თელასის” ოფიციალური საიტიდან www.telasi.ge [1] - განყოფილება - “შესყიდვები”, ქვეგანყოფილება - “განცხადებები” შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
- დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
- წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2018 წლის 13 თებერვლის 17:00 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. №3, საქმისწარმოების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს ხელმოწერილი დაბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
- ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
- საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
- დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2018 წლის 14 თებერვლის 11:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.
დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან და კავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524); procurment@telasi.ge [2]
Deadline:
Tuesday, 13 February, 2018 - 17:00