ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევის (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.