კომპანია "თელასი" ახალ პროექტს ახორციელებს

ქსელში ავარიული გამორთვების შემცირების მიზნით კომპანია „თელასი“ ქვესადგურებში „დიდუბე“ და „ბაგები“ ახალ პროექტს ახორციელებს.

ქსელში მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული სარელეო დაცვის სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საკითხის შესწავლის და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტი განახორციელოს არსებული ქსელის პარამეტრების შესაბამისად.

პროექტის დასრულების შემდეგ მინიმუმამდე შემცირდება მომხმარებლების ავარიული გამორთვების რაოდენობა.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ამჟამად ქვესადგურებში „დიდუბე“ და „ბაგები“ მიმდინარეობს, ეტაპობრივად „თელასის“ ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში განხორციელდება.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.