სს "თელასმა" დაფონდმა "ლაზარე" საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს

სს "თელასის" ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა "ლაზარე" საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით - "წიგნები სკოლებს" განახორციელა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება და ინტერესის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის  საჯარო სკოლებს საჩუქრად მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა გადაეცა. სკოლების ბიბლიოთეკის ფონდები 1000-ზე მეტი წიგნით შეივსო.

აღნიშნული პროექტი არ არის პირველი, რომელსაც "თელასი" და ფონდი "ლაზარე" ერთობლივად ახორციელებენ. 2010 წლიდან კომპანია „თელასი“ განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, 2015 წელსსკოლის მოსწავლეებისთვის  სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების პროექტი განახორციელდა.

"ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ახალგაზრდა თაობის განათლების დონის და სულიერების ამაღლება" - განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

 

*** საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" 1994 წლის 1 აპრილს დაარსდა. საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით ახორციელებს.
*** სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.