კომპანია "თელასი" შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

კომპანია "თელასი" 2017-2018 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება. "ინტერ რაო"-ს სპეციალურმა კომისიამ სს "თელასის" საწარმოო აქტივების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა შეამოწმა და კომპანიას შესაბამისი პასპორტი გადასცა.  

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია "თელასი" ყოველწლიურად გაზაფხულზე იწყებს. სს "თელასის" გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება კომისია, რომელიც  შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში, კომპანია "თელასმა" 110/35 და 10(6) კვ ქვესადგურების ელექტრულ ნაწილში სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა. განხორციელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკური ნაწილის მოდერნიზება; სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები აგრეთვე ჩაუტარდა 110/35 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს და 851 სატრანსფორმატორო ქვესადგურს, შეიცვალა 35/10/6  კვ ძაბვის მოძველებული  საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 8 მაღალი ძაბვის ქვესადგურსა და 95 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა მოძველებული დანადგარები. დასრულდა 6/10 კვ ძაბვის 71 საკაბელო ხაზისა და 0,4 კვ ძაბვის 65 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. გაყვანილია 49 ახალი საკაბელო ტრასა.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად“ -  განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.