სს "თელასი" აცხადებს №330.17.0492 წინადადებების ღია მოთხოვნას ქ/ს "ავიოქარხნის" 110 კვ. ოპერატიული მართვის პუნქტის და ღია გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოების შესრულელაზე

  1. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ, ფიზიკურ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, ასევე მათ გაერთიანებებს. შემოთავაზებული სამუშაო უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 201წლის 17 ოქტომბრის 15:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანისქ. 3, სს “თელასის” სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება სს “თელასის” ოფიციალური  საიტიდან  www.telasi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “განცხადებები”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 201წლის 17 ოქტომბრის 17:00 საათამდემისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. №3, საქმისწარმოების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს ხელმოწერილი დაბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 201წლის 18 ოქტომბრის 11:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან და კავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524); procurment@telasi.ge

Deadline: 
Thursday, 19 October, 2017 - 17:00