განცხადება №4 ღია აუქციონის ჩატარების შესახებ

სს „თელასი“  საკუთრებაში არსებული ავტომანქანების (შემდგომში - ქონება) რეალიზაციის მიზნით აცხადებს №4 ღია აუქციონს 10 ლოტად (შემდგომში - აუქციონი). 

ლოტის №

ობიექტის დასახელება

გამოშვების წელი

  საწყისი  

ღირებულება (ლარი)

ბიჯი (საწყისი ღირებულების 5%, ლარი)

ბე (საწყისი ღირებულების 10%, ლარი)

1

ვაზ 2107

2004

500.00

25.00

50.00

2

ვაზ 2107

2001

400.00

20.00

40.00

3

უაზ 3309

2005

400.00

20.00

40.00

4

ფორდ ტრანზიტი

1996

600.00

30.00

60.00

5

მერსედეს ბენცი 308 (ძარა)

-

250.00

12.50

25.00

6

ვაზ 21214

2003

2,400.00

120.00

240.00

7

ვაზ 2107

2004

500.00

25.00

50.00

8

ტოიოტა იარისი

2005

800.00

40.00

80.00

9

ზილ 5301

2005

800.00

40.00

80.00

10

მაზ 5337

1989

1,500.00

75.00

150.00

  1. აუქციონის ორგანიზატორია: სს „თელასი“, მისამართი: ქ.თბილისი, 0119, ვანის ქ. №3, +995 (32) 2779999 (7524), nino.nikolaishvili@telasi.ge, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური.
  2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერსებულმა პირმა უნდა შეავსოს  აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადი, რომელიც წარდგენილ უნდა იქნას ზემოაღნიშნულ მისამართზე 04.07.2017წ. 09:00სთ. - დან 04.08.2017წ. 11:00სთ-მდე. განაცხადი და მისი ყველა აუცილებელი დანართი ატვირთულია სს „თელასის“ ვებ-გვერდზე - www.telasi.ge კატეგორია შესყიდვები, ქვეკატეგორია განცხადებები, დოკუმენტაციის მიღება ასევე შესაძლებელია სს "თელასის" სათაო ოფისიდანაც, მის: ვანის ქუჩა №3, მე-3 სართული, საკონკურსო პროცედურების უზრუნველყოფის სამსახური. განაცხადის მიღება ხორციელდება ნებისმიერ სამუშაო დღეს  09:00სთ. - 18:00სთ. წინამდებარე პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე.
  3. ღია აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა ,,ბე“ უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 04.08.2017წ. 11:00სთ.-მდე.
  4. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მის მიერ აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასი უნდა გადაიხადოს სს „თელასის” შემდეგ ანგარიშზე: JSC VTB Bank  IBAN: GE59VT6600000063003603 ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, შეძენილი ქონება უნდა გადაიფორმოს საკუთარი ხარჯებით და სს ,,თელასის“ ტერიტორიიდან გაიტანოს საფასურის გადახდიდან არა უგვიანეს 5  კალენდარული დღის განმავლობაში.
  5. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა მონაწილე პირის (თუ მონაწილე იურიდიული პირია მისი უფლებამოსილი ხელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი განაცხადი  აუქციონში მონაწილეობაზე უნდა წარმოადგინონ 04.08.2017წ. 11:00 საათამდე აუქციონში მონაწილეობის და ქონების შეძენის სურვილის შესახებ შესაბამისი წერილით.  განაცხადი  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    ა)  მონაწილეობის  მსურველი პირის დასახელებას, იურიდიულ და ფაქტიურ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს, სარეალიზაციო ქონების დასახელებას;
    ბ) გასაყიდი ქონების სასტარტო ფასს;
    გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფი­ზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის ან პასპორტის ასლს და  ასევე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან;
    დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს  (იურიდიული პირის შემთხვევაში), რომელიც ძალაშია განაცხა­დის შეტანის მომენტისათვის;
    ე) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
    ვ) „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბე-ს თანხა უნდა ჩაირიცხოს სს ,,თელასის“ შემდეგ ანგარიშზე JSC VTB Bank  IBAN: GE59VT6600000063003603 გადახდილი „ბე” აუქციონში გამარჯვებულს ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას).
  6. ზემოაღნიშნული ინფორმაციის და დოკუმენტაციის არწარმოდგენის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს აუქციონის მონაწილის სტატუსს. აუქციონში  მონაწილეობის თაობაზე განაცხადების მიღება მთავრდება 04.08.2017წ. 11:00საათზე, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
  7. აუქციონში მონაწილე პირებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს სამუშაო საათებში წინასწარ დაათვალიერონ სარეალიზაციო ქონება მისი განთავსების ადგილის მიხედვით.
  8. აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომელმაც აუქციონის  მიმდინარეობისას გამოაცხადა (დააფიქსირა)  ყველაზე მაღალი ფასი ქონებაზე  ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაშვებული აუქციონის მონაწილე, რომლის აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი  დარეგისტრირებული იყო ყველაზე ადრე, ფასთან დაკავშირებით აუქციონის  სხვა მონაწილეების წინადადებების არარსებობის შემთხვევაში.
  9. აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს გამყიდველთან  აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის ხელმოწერის თარიღიდან 14 სამუშაო დღეში.
  10. აუქციონის ჩატარების თარიღი, დრო და მისამართი (შედეგების შეჯამება):  განხორციელდება 04.08.2017წ. 12:00სთ. ორგანიზატორის ადგილმდებარეობის მიხედვით.
  11. ორგანიზატორს  უფლება აქვს შეწყვიტოს აუქციონის პროცედურა  და უარი თქვას აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი ყველა განაცხადის განხილვაზე, ნებისმიერ დროს აუქციონის ჩატარების თარიღამდე (შედეგების შეჯამება), მიზეზების განმარტების გარეშე.

დამატებითი ღირებულების გადასახადი 18% ემატება იმ ავტომობილებს, რომლებსაც ეკუთვნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

პროცედურებთან დაკავშირებით მიმართეთ სს ,,თელასის“ საკონკუროს პროცედურების უზრუნველყოფის სამსახურს: +995 (32) 2779999 (7524)

გაყიდვის ობიექტთან დაკავშირებით მიმართეთ სს „თელასის“ ტრანსპორტის სამსახურს, ტელ:  +995 (32) 2779999 (7955), 599 65 46 46  ბესარიონ მოისწრაფიშვილი

Deadline: 
Friday, 4 August, 2017 - 11:00