სს “თელასი” აცხადებს №23.06/131 წინადადებების ღია მოთხოვნას ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონში 25000/35/6/6 კვ. ქს-ში "თეცი" სამშენებლო-სამონტაჟო და გაშვება-გაწყობის სამუშაოების შესრულებაზე, მოწყობილობებისა და მასალების ნაწილობრივი შეძენით

  1. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ, ფიზიკურ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, ასევე მათ გაერთიანებებს. შემოთავაზებული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 201წლის 14 ივლისის 11:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანისქ. 3, სს “თელასის” სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება სს “თელასის” ოფიციალური  საიტიდან  www.telasi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “განცხადებები”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 201წლის 14 ივლისის 13:00 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. №3, საქმისწარმოების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს ხელმოწერილი დაბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2017 წლის 14 ივლისის 15:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან და კავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524); procurment@telasi.ge

Deadline: 
Friday, 21 July, 2017 - 11:00