სს "თელასის" განცხადება

ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

უამინდობის გამო დაფიქსირდა რამდენიმე ავარიული გამორთვა, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ძაბვის  ქსელში. გაითიშა მაღალი ძაბვზის ელექტროგადამცემი ხაზები "ვერა-1", "ლისი", "საბურთალო-1" და "ორხევი-1". დაბალი ძაბვის ქსელში დაფიქსირდა 5 დაზიანება. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთში სარეზრვო ხაზების მეშვეობით აღუდგა.

კომპანიის მიერ ოპერატიულად იქნა მობილიზებული დამატებითი ტექნიკური პერსონალი, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ყველა ავარიული სიტუაცია უმოკლეს დროში იქნა აღმოფხვრილი.