სს "თელასი" თბილისის ცენტრალური რაიონების ელექტროენერგიის მოკლევადიანი შეზღუდვის მიზეზს განმარტავს

 

თბილისის ცენტრალური რაიონების ელექტროენერგიის მოკლევადიანი შეზღუდვა კომპანია „თელასისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.

ელექტროენერგიის შეზღუდვა 23 თებერვლის 21:41 საათზე გამოიწვია 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულმა გამორთვამ, რომლითაც კომპანია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს.

ამის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება 7 წუთით შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების ნაწილს.