"სუპერ ბებია და ბაბუა 2017" კონკურსის ყველა მონაწილე კომპანია "თელასმა" დააჯილდოვა

კომპანია ”თელასმა” სათნოების სახლის “კათარზისის” მობინადრეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი მიულოცა.

„სუპერ ბებია და ბაბუა“ ტრადიციული კონკურსის მონაწილეებისთვის კომპანიამ ფულადი ჯილდოები დააწესა. გამარჯვებულები 500 ლარით დაჯილდოვდნენ, ხოლო დანარჩენი მონაწილეები - 100 ლარით. აგრეთვე, საახალწლო ნობათი - სხვადასხვა ტკბილეული, “თელასისგან” ყველა კონკურსანტმა მიიღო.

წელს კონკურსში 70 წელს გადაცილებული 26 მოხუცი მონაწილეობდა - “კათარზისის” და საქართველოს სხვა რეგიონებში განლაგებული სათნოების სახლების წარმომადგენლები.

„სუპერ ბებიის“ და „სუპერ ბაბუის“ საპატიო წოდება მიენიჭათ: 89 წლის ვარდო თოდრიას და 88 წლის იოსებ ხუცურაულს.

აგრეთვე, ტრადიციული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისის“ მიერ 2016-2017 წწ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს 15 000 ლარის ოდენობით კომპანია „თელასი“ დაფარავს.

შესაბამისი სერტიფიკატი სათნოების სახლს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა. „თელასის“ დახმარებით „კათარზისის“ 300–ზე მეტ მოხუცებულს წლის ყველაზე ცივ თვეებში სინათლე და სითბო არ მოაკლდება.

სათნოების სახლ “კათარზისს” კომპანია “თელასი” 2005 წლიდან მფარველობს. ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის გარდა კომპანია „თელასი“ მოხუცთა თავშესაფარს პროდუქტით და საჭირო ინვენტარითაც ამარაგებს.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგიარომელიცრუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობსკომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავიამისიწილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებშიასევე ავითარებს ბიზნესისახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“- სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკულიკომპანიის შექმნისკენრომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშეიქნება. „ინტერ რაო“- ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმულისიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.