თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები სს "თელასის" მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

სს "თელასის" ობიექტები თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებმა მოინახულეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ სასწავლო და შემეცნებითი კურსების შემცველი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უშუალოდ ეცნობიან იმ უწყებების და კომპანიების მუშაობას, რომლებთანაც არქიტექტურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს.

"თელასს" 30-მდე ახალგაზრდა ეწვია და ადგილზე გაეცნო კომპანიის მუშაობის სპეციფიკას. მათ მოინახულეს "თელასის" ცენტრალური ოფისი, სადისპეჩერო და ქვესადგური "მთაწმინდა".

"კომპანია "თელასი" ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე" - განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.