სს "თელასის" 2016 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2016 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2016  წ.

9 თვე

2015წ.

9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 012

4 774

+5%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ

2 008

1 780,2

+12,8%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

572,3

558,4

+2,5%

2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანია "თელასმა" 2 008 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,8% (227,8 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (1 780,2 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2015 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2016 წლის იგივე პერიოდში 14,1%-ით (237,7 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 927 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2016 წლის ცხრა თვეში 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2,5%-ით (13,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 572,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 517,7 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 54,6 ათასი – იურიდიური პირი.  

2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 012 კმ შეადგინა, რაც 5%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 774 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.