კომპანია "თელასი"-ს განცხადება

თემქა-მუხიანის გზაზე, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან კერძო პირმა მიწის სამუშაოების შესრულების დროს  მექანიკურად დააზიანა სს "თელასი"-ს მაღალი ძაბვის კაბელები.

ამის გამო დღეს 13:00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა თემქის დასახლების III, XI მიკრორაიონების, რომელაშვილის და ანაპის ქუჩების 4 600 აბონენტს.

სს "თელასი"-ს ტექნიკური სამსახური აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და აბონენტების ელექტრომომარაგება დღეს 21:00 საათისთვის აღდგება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.