სს „თელასის“ 2016 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2016 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

 

მაჩვენებელი

2016 წ.

6 თვე

2015 წ.

6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 943

4 719

+4,7%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

1 325,5

1 206,5

+9,9%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

567,9

558,4

+1,7%

2016 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 325,5 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,9% (119 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობას (1 206,5 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 1,7% (9,5 ათასით) ზრდამ გამოიწვია.    

2016 წლის იანვარ-ივნისში 2015 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11,2%-ით (128 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 269 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 943 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (224 კმ-ით) აღემატება 2015 წლის 6 თვის მაჩვენებელს (4 719 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.