შეტყობინება სს "თელასის" აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება "თელასი" (აქ და შემდგომ - სს "თელასი", "საზოგადოება") გაცნობებთ 2016 წლის 20 მაისს აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ, კრების (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. სს „თელასის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
  2. საზოგადოების 2015 წლის წლიური ანგარიშის და ფასს-ის მიხედვით წლიური ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების შესახებ;
  3. 2015 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით მოგების და ზარალის განაწილების, მათ შორის დივიდენდების გადახდის (გამოცხადების) შესახებ;
  4. 2016 წლისთვის საზოგადოების აუდიტორის დამტკიცების შესახებ;
  5. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ;
  6. საზოგადოების გასული წლების გამოუყენებელი მოგების განაწილების შესახებ.

სს "თელასის" აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიის შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 20 აპრილი.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილია - საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ.№ 3.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დროა 09 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 09 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების დანართში ა წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისათვის.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2016 წლის 29 აპრილიდან 2016 წლის 20 მაისის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

 

2016 წლის 20 მაისს
სს "თელასის" აქციონერთა წლიური
საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების
დანართი ა

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს "თელასის" წესდების მე-10 მუხლის მე-10.14 პუნქტის შესაბამისად, სს "თელასის" (შემდგომ - საზოგადოება) საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებას საზოგადოება აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ასევე განათავსებს ინტერნეტის ქსელში საზოგადოების ვებ-საიტზე, აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

შეტყობინებას კრების მოწვევის შესახებ თან უნდა დაერთოს პროცედურის აღწერილობა, რომლის თანახმად აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.

სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის რეკომენდაციები

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს "თელასის" აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა:

"2015 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით დივიდენდები არ იქნას გადახდილი".

გადაწყვეტილება სს "თელასის" აქციონერების წლიური საერთო კრების რეკომენდაციის შესახებ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო 2016 წლის 20 აპრილს (სამეთვალყურეო საბჭოს 20.04.2016წ. №155 ოქმი).

2016 წლის 20 მაისის აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობაზე  სს "თელასის" აქციონერთა უფლების შემოწმების პროცედურის აღწერილობა

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე სს "თელასის" რეგისტრატორთან - სს "ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი" (ხელშეკრულება №სრ-394/515, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №74ა (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 22-53-51, 25-15-60. ფაქსი: (99532) 25-15-60.