კომპანია "თელასმა" SMS-შეტყობინების სერვისი აამოქმედა

მომხმარებლებისათვის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ SMS-შეტყობინების სერვისი აამოქმედა.

SMS-შეტყობინების საშუალებით „თელასის“ აბონენტები მიიღებენ ინფორმაციას ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიანების, ასევე ელექტრომომარაგების გეგმიური შეზღუდვების შესახებ.

აბონენტებს, რომლებსაც სურთ სერვისის გააქტიურება, „თელასის“ აბონენტის ნომერი შეუძლიათ გამოაგზავნონ ნომერზე 90033. მომსახურება უფასოა.

ამ ეტაპზე SMS-შეტყობინების სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მობილური კომპანია „Magti“-ს აბონენტებს. უახლოეს მომავალში ეს მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის ყველა ოპერატორის აბონენტისთვის.

კომპანიის საქმიანობა მუდამ იყო და მომავალშიც იქნება მიმართული მართვის სისტემების სრულყოფისკენ, თანამედროვე მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისკენ, მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალურად დაცვისკენ და საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებისკენ.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“ დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.