კომპანია "თელასი" აწარმოებს სამუშაოებს აბონენტთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის

მომხმარებლებისათვის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასი“ აწარმოებს სამუშაოებს აბონენტთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის.

„თელასის“ ბილინგის ბაზაში აბონენტის სრული მონაცემების ასახვა საშუალებას მისცემს კომპანიას მაქსიმალურად დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და დანერგოს დამატებითი სერვისები.

წესების სრული დაცვით დარეგისტრირებული აბონენტები სმს-ის საშუალებით შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია გეგმიურ გათიშვებზე, ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის დავალიანებებზე, ასევე გაფრთხილება ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გადაუხდელობის შემთხვევაში.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს კომპანიის ვებ-გვერდზე და ონლაინ-სერვისის „აბონენტის პირადი კაბინეტი“ გამოყენებით თვალი ადევნოს აბონენტის ბარათის ბრუნვას და გადაიხადოს ელექტორენერგიის დავალიანება პირდაპირ ვებ-გვერდიდან.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია მიმართავს მომხმარებლებს თხოვნით გაუწიონ მაქსიმალური დახმარება „თელასის“ თანამშრომლებს შესაბამისი მონაცემების შეგროვებაში, რათა შემდგომ მოხდეს ამ მონაცემების ბილინგის ბაზაში ასახვა. მომხმარებელი მონაცემებს გადასცემს კომპანიის თანამშრომელს, რომელსაც ექნება “თელასის“ წარმომადგენელის დამადასტურებელი საბუთი.

კომპანიის საქმიანობა მუდამ იყო და მომავალშიც იქნება მიმართული მართვის სისტემების სრულყოფისკენ, თანამედროვე მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისკენ, მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალურად დაცვისკენ და საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებისკენ.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“ დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.