"თელასის" გუნდმა ენერგეტიკული დარგის პერსონალის პროფესიულ XII საერთაშორისო შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა

სს "თელასის" გუნდმა 110 კვ. და მეტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურებასა და რემონტზე მომუშავე ბრიგადების საერთაშორისო შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი ექვსი ეტაპისგან შედგებოდა. მონაწილეებს მოეთხოვებოდათ ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებასა და მომსახურებაში თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

„თელასის“ ელექტრომონტიორები ემსახურებიან მხოლოდ 35-110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებს, მაგრამ მათ წარმატებით გაართვეს თავი რთულ დავალებას შეეკეთებინათ 100კვ-ზე მეტი სიმძლავრის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები.

თელასის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ვიტალი ბოკუჩავა - ქვესადგურის „სოლოლაკი“ სექტორის უფროსი, კონსტანტინე კობერიძე - ქვესადგურის „ბაგები“ სექტორის ოსტატი, ბადრი კვარაცხელია - საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ელექტრომონტიორი, გია შურღაია - საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ელექტრომონტიორი, გიორგი პაპიძე - შრომის დაცვის უფროსი ინჟინერი.

წელს ენერგეტიკული დარგის პერსონალის პროფესიული XII საერთაშორისო შეჯიბრი 16-26 სექტემბერს ქალაქ ბრესტში გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მასპინძელი ქვეყნის ბელორუსიის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის და უზბეკეთის გუნდები. დამკვირვებლის სტატუსით სომხეთისა და მოლდოვას წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"თელასის" გუნდი ენერგეტიკული დარგის პერსონალის პროფესიულ საერთაშორისო შეჯიბრში 2010 წლიდან იღებს მონაწილეობას.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.