სს "თელასის" 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2015  წ.

6 თვე

2014 წ.

6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 719

4 440

+6,3%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ

1 206,5

1 100,8

+9,6%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

549

532,5

+3,1%

2015 წლის პირველ ნახევარში კომპანია "თელასმა" 1 მილიარდ 206,5 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,6% (105,7 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 100,8 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2015 წლის იგივე პერიოდში 8,9%-ით (93,5 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 141,1 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2015 წლის 6 თვეში 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,1%-ით (16,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 549 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 497,3 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 51,7 ათასი – იურიდიური პირი.  

2015 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 719 კმ შეადგინა, რაც 6,3%-ით (279 კმ-ით) აღემატება 2014 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 440 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
***
ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.