სს "თელასის" განცხადება

გუშინ ლოკომოტივის სტადიონსა და მიმდებარე ტერიტორიის ელექტრომომარაგების შეწყვეტის შესახებ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

ლოკომოტივის სტადიონის ელექტრომომარაგების შეწყვეტა 12 ივლისს გამოიწვია დაზიანებულმა კაბელმა, რომელიც სტადიონის საკუთრებაშია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლოკომოტივის სტადიონზე მიმდინარეობს სამუშაოები შიდა ელექტროქსელის გაძლიერების და საიმედოობის ამაღლების მიზნით. ამ სამუშაოებთან კომპანია „თელასს“ არანაირი შეხება არ აქვს.