შეტყობინება სს „თელასის“ აქციონერთა საერთო რიგგარეშე კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომ - სს „თელასი“, „საზოგადოება“) გაცნობებთ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ 2013 წლის 26 დეკემბერს, კრების სახით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. სს „თელასის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ.
  2. სს „თელასის“სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და   ჩატარების წესის შესახებ დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების თაობაზე.
  3. საზოგადოების გასული წლების გამოუყენებელი მოგების განაწილების შესახებ.
  4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა ვადამდელი შეწყვეტის შესახებ.
  5. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.

იმ პირთა სიის სააღრიცხვო დღე, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში - 07 დეკემბერი 2013 წელი.

საზოგადოების  აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია –     საქართველო, . თბილისი, ვანის. № 3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა - 1საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა - 11 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია განხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების მისამართზე.

მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში А წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის.

სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2013 წლის 07 დეკემბრიდან 2013 წლის 26 დეკემბრამდე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს „თელასის“ წესდების მე-10 მუხლის მე-10.14 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებას სს „თელასის“ (შემდგომ - საზოგადოება) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ საზოგადოება აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე ათავსებს ინტერნეტის ქსელში საზოგადოების ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 20 დღით ადრე აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას თან უნდა დაერთოს პროცედურის აღწერილობა, რომლის თანახმადაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის თავისი უფლება.

სსთელასისსამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები 06 დეკემბერი 2013 წელი

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას შესთავაზა:

  1. სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ დებულების ახალი რედაქციის დამტკიცება.

გადაწყვეტილება სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებისათვის წარსადგენი წინადადებების შესახებ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო 2013 წლის 06 დეკემბერს (სს-ს ოქმი №109, 06.12.2013 წელი).

2013 წლის 26 დეკემბერს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობაზე სს „თელასის“ აქციონერთა უფლების შემოწმების პროცედურის აღწერილობა

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე სს „თელასის“ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №სრ-248, 2012 წლის 1 აგვისტო), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, (99532) 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.