კომპანიაში ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესების პროექტი განხორციელდა

სს „თელასმა“ ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა გააუმჯობესა.

კომპანიაში ელექტროქსელის ეტალონური სქემის დადგენის, ბილინგისა და სადისპეჩერო ფარის მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციის და კომერციული ბლოკების მოწესრიგების პროექტი განხორციელდა.

პროექტის მიზანია ელექტროენერგიის როგორც კომერციული, ასევე ტექნიკური  დანაკარგების შემცირება.

პროექტის ფარგლებში დამტკიცებული ეტალონური სქემის საფუძველზე განხორციელდა სამუშაოები „სადისპეჩერო ფარის“, „ბილინგის“ და „ძირითადი სახსრების აღრიცხვის“  მონაცემთა ბაზებში სხვაობის აღმოსაფხვრელად, რაც ელექტროენერგიის განაწილებასა და მოხმარების რეალური სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.

„ ჩვენი ძირითადი მიზანია   მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება „თელასის“ საქმიანობის  ყველა სფეროში. ერთერთი მთავარი ასპექტი ამ მიზნის მისაღწევად ელექტროენერგიის დანაკარგის შემცირებაა“- განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

პროექტის განხორციელებით მიღებულია დადებითი ეფექტი. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით 2012 წლის იმავე პარიოდთან შედარებით ელექტროენერგიის დანაკარგები  34 მლნ. კვტ/ს-ით შემცირდა.

სს „თელასი“ მომავალშიც აპირებს განაგრძოს მუშაობა კომპანიის საქმიანობის გასაუმჯობესებლად აბონენტთა ენერგომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ამაღლების მიზნით. ზემოთაღნიშნული პროექტი წარმოადგენს „თელასის“ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის, კონტროლის და დანაკარგის დონის შემცირების, ელექტროქსელის ტექნიკური მდგომარეობის მართვის ავტომატიზირების კომპლექსური პროგრამის ნაწილს. მოცემული პროგრამის დასრულების შემდეგ, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება, გაუმჯობესდება კომპანიის მუშაობის ეფექტიანობა და რენტაბელობა.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.  „ინტერრაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.