შეტყობინება სააქციო საზოგადოება "თელასის" აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება "თელასი" (აქ და შემდგომსს "თელასი", "საზოგადოება") გაცნობებთ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) კრების ფორმით 2015 წლის 22 მაისს, შემდეგი დღის წესრიგით:

  1. საზოგადოების წლიური ანგარიშის და ფასს-ის შესაბამისად 2014 წლის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების შესახებ;
  2. 2014  ფინანსური წლის შედეგების მიხედვით საზოგადოების მოგების და ზარალის განაწილების, ამასთან დივიდენდების გადახდის (გამოცხადების) შესახებ;
  3. 2015 წლისთვის საზოგადოების აუდიტორის დამტკიცების შესახებ;
  4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის შესახებ.

იმ პირთა სიის შესადგენად, რომელთაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღონ სს "თელასის" აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში, სააღრიცხვო დღეა - 2015 წლის 21 აპრილი.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, . თბილისი,ვანის ქ. № 3.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დროა – 10 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა - 09 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების დანართში А წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2014 წლის 01 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით 10 საათი 00 წუთიდან 17 სთ 00 წუთამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

 

2015 წლის 22 მაისს სს "თელასის" აქციონერთა წლიური საერთო კრების
ჩატარების შესახებ შეტყობინების 

დანართი "ა"

 

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს "თელასის" წესდების მე-10 მუხლის მე-10.14 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოება შეტყობინება სს „თელასის“ (შემდგომ - საზოგადოება) აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ  აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე ინტერნეტის ქსელში საზოგადოების ვებ-გვერდზე აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს პროცედურის აღწერილობა, რომლის თანახმადაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის თავისი უფლება.

 

სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები

21 აპრილი 2015 წელი

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა:

2014 წლის შედეგების მიხედვით გადახდილი იქნას დივიდენდები ჩვეულებრივ აქციებზე 8 802 000 (რვა მილიონ რვაას ორი ათასი) ლარი ფულადი სახით, მათი გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.

გადაწყვეტილება სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრებისათვის რეკომენდაციის შესახებ მიღებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2015 წლის 21 აპრილს (სამეთვალყურეო საბჭოს 21.04.2015 წლის ოქმი  №135).

 

2015 წლის 22 მაისს  სს "თელასის" აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობაზე აქციონერთა უფლების შემოწმების პროცედურის აღწერილობა

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს შეუძლია კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება შეამოწმოს სს „თელასის“ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №სრ-394/515, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე:  საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №74ა. (მოსაშვილის №11) ტელ.: (99532) 22-53-51, 25-15-60. ფაქსი: (8832) 25-15-60.