კომპანია „თელასმა“დიდუბის რაიონის ელექტრომომარაგების საიმედოობა გაზარდა

კომპანია „თელასმა“ №2038 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და №2005 ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტში რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები დაასრულა. ეს ობიექტები ელექტროენერგიით დიდუბის რაიონის ოთხი ათასზე მეტ აბონენს უზრუნველყოფენ.

ორივე ობიექტზე შენობის სრული რეკონსრუქციის და ელექტროტექნიკური ნაწილის მოდერნიზების სამუშაოები  ჩატარდა: მოძველებული ზეთოვანი ამომრთველები  თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით შეიცვალა; დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორები; შეიცვალა და დაემატა ახალი „ქსო-201“ ტიპის უჯრედები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად სატრანსფორმატორო ქვესადგურის და ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის სიმძლავრე ჯამში ორჯერ გაიზარდა - 1000 კილოვატიდან 2000 კილოვატამდე. ასევე მნიშვნელოვნად ამაღლდა აბონენტების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა და ხარისხი.

№2038 სატრანსფორმატორო ქვესადგურის და №2005 ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტაცია თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის ტექნიკური გადაიარაღების და მოდერნიზების  პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.  „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.