სს "თელასი" დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

სს "თელასი" ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადადის. ახალი სისტემის მიზანია კომპანიის მუშაობის გამჭვირვალობის ამაღლება, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და შესყიდვების პროცესის მაქსიმალური გამარტივება.

ორენოვანი (ქართულ-რუსული) სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული ვაჭრობის სრულ ციკლს: პროცედურის გამოცხადება, დოკუმენტაციის განთავსება, წინადადებათა მიღება, ონლაინ ვაჭრობა, ფასების მიხედვით რანჟირება, პროცედურის შედეგების შესახებ ინფორმაციის განთავსება. სისტემას აგრეთვე გააჩნია განხორციელებული პროცედურების დაარქივების შესაძლებლობა.

სს "თელასის" ელექტრონული შესყიდვების სისტემა პოტენციურ მონაწილეებს საშუალებას აძლევს კომპანიაში მიუსვლელად, გეოგრაფიული არეალის შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს გაეცნონ კომპანიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში გააგზავნონ და მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ პროცედურასთან დაკავშირებით, ჩამოტვირთონ საკონკურსო დოკუმენტაცია და დისტანციურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

სს "თელასის" ელექტრონული შესყიდვების სისტემა განთავსებულია ვებ-გვერდზე (tenders.telasi.ge) და  საზოგადოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე (telasi.ge) - განყოფილება "შესყიდვები", ქვეგანყოფილება "შესყიდვების ელექტრონული სისტემა".

ელექტრონული შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ  რეგისტრაციის გავლის და პოტენციური მონაწილის ავტორიზაციის შემდეგ. ვებ-გვერდზე  განთავსებულია სისტემაში რეგისტრაციის და გამოცხადებულ პროცედურაში მონაწილეობის  დეტალური  ინსტრუქცია (განყოფილება  "მოხმარების წესები"). 

სს "თელასის" დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. კომპანია მადლობელი იქნება წინადადებების მოწოდებისთვის ელექტრონული შესყიდვების სისტემის დასახვეწად. წინადადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: tenders@telasi.ge.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.