სს „თელასის“ 2014 წლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2014 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2014  წ.

2013 წ.

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 593

4 347

+5,7%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ

2 252

2 063

+9,1%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

542,1

524,5

+3,4%

2014 წლის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 252 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,1% (189 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2013 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 63 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2013 წელთან შედარებით 2014 წელს 10,9%-ით (208 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 მილიარდ 115 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების  შემცირებამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 3,4%-ით (17,6 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 542,1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 491,7 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 50,4 ათასი – იურიდიური პირი.  

2014 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 593 კმ შეადგინა, რაც 5,7%-ით (246 კმ-ით) აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს (4 347 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.