კომპანია "თელასი" შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

კომპანია „თელასი“2014-2015 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება. ამგვარი დასკვნა გააკეთა „ინტერ რაო“-ს სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც სს „თელასის“ სამეწარმეო აქტივების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა შეამოწმა  და კომპანიას შესაბამისი პასპორტი გადასცა.   

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია „თელასი“ ყოველწლიურად გაზაფხულზე იწყებს. წელს სს „თელასის“ გენერალური დირქტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც  შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი.

გეგმის მიხედვით, „თელასმა“ ჩაატარა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები  110/35 და  10(6) კილოვოლტიანი ქვესადგურების  გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზების სამუშაოები  სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე;  სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 110 და 35 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს, შეიცვალა 35/10/6  კილოვოლტიანი ძაბვის მოძველებული  საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

ქვესადგურებში „დიდუბე-220“ და „საბურთალო-1“ კომპანია „თელასმა“ რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტები განახორციელა. დასრულდა ცენტრალური გამანაწილებელი მოწყობილობის №0001 სრული რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები. ასევე 110კვ ტრანსფორმატორს ქვესადგურში „საბურთლო-2“ და 35კვ ტრანსფორმატორს ქვესადგურში „აეროპორტი“ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად“ -  განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო ეესი“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერრაო ეეს“-ის ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.