კომპანია "თელასის" განცხადება

კომპანია „ყაზტრანსგაზის“ გაზსადენის დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება საბურთალოს რაიონის 5 716 აბონენტს შეუწყდა.

თამარაშვილის №13 დაზიანდა „ყაზტრანსგაზის“ კუთვნილი გაზსადენი. აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ზონაში მდებარეობს კომპანია „თელასის“ ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი.

ავარიული სამუშაოების უსაფრთხოდ და დროულად ჩატარების მიზნით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მოთხოვნით „თელასის“ ზემოაღნიშნული ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი გაითიშა. გაზგამანაწილებელი კომპანიის მოთხოვნის გამო დღეს, 4 ნოემბერს, 14 საათიდან ელექტროენერგია შეეზღუდა ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, შევარდენიძის და სულხან ცინცაძის ქუჩების 5716 აბონენტს.

ამ ეტაპზე კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვერ ასახელებს აღდგენითი სამუშაოების დასრულების დროს. თავის მხრივ კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გაზსადენის შეკეთებისთანავე აბონენტების ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.