კომპანია "თელასის" გუნდმა "ინტერრაო"-ს მინიფეხბურთის ტურნირში უკვე მეორედ გაიმარჯვა

კომპანია „თელასის“ გუნდმა „ინტერრაო“-ს მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს თასის  ფინალურ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 1:0 ქართველმა ფეხბურთელებმა დაამარცხეს „კვარც გრუპის“ გუნდი რუსეთიდან.

მთელი ტურნირის განმავლობაში „თელასი“-ს გუნდი ლიდერობდა - ფეხბურთელებმა ექვსი მატჩიდან ექვსივე მოიგეს. წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, როგორც შარშან, ირაკლი შელეგია დასახელდა.

წელს „ინტერრაო“-ს VIII საერთაშორისო ჩემპიონატი მინიფეხბურთში 12-16 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში გაიმართა და მასში მონაწილეობას 28 გუნდი იღებდა.

„ინტერრაო“-ს მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული „თელასის“ გუნდი უკვე მეორედ გახდა. შარშან ფინალურ მატჩში ანგარიშით 1:0 ქართველმა ფეხბურთელებმა დაამარცხეს „ეკიბასტუზის სრესი-2“-ის ენერგეტიკოსები ყაზახეთიდან.

ფეხბურთელებს „თელასის“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერრაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.