სს "თელასის" განცხადება

1 აგვისტოს დაგეგმილია 110კვ ორწრედიანი ელექტროგადამცემი ხაზების „მთაწმინდა-1» და „მთაწმინდა-2“ შეკეთება, რის გამოც დილის 06 საათიდან 11 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა წყნეთს, ვაკის და მთაწმინდის  რაიონების ნაწილს - სულ ­­­­­­­­­­­­47 300 აბონენტს.

ელექტროგადამცემი ხაზები „მთაწმინდა-1» და „მთაწმინდა-2“ დაზიანებულია სამ წერტილში და საჭიროებს გადაუდებელ შეკეთებას. რელიეფის სირთულის გამო დაზიანების ადგილებამდე სპეცტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხაზების შეკეთება შვეულმფრენის გამოყენებით მოხდება, რაც საშუალებას იძლევა სამუშაოები ოპერატიულად ჩატარდეს ხაზების ხანმოკლე გამორთვით.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამო შეზღუდვა შეეხება:

ვაკის რაიონში - დაბა წყნეთს, ჭავჭავაძის გამზირის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, ფალიაშვილის, ბარნოვის, კავსაძის, რაზმაძის, ტაბიძის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში - რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), აბაშიძის (ნაწილობრივ), ზანდუკელის, ზუბალაშვილის, გალის, გუნიას, ანჯაფარიძის, გოგებაშვილის, ტაბიძის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჯანაშიას, ზემო ვაკის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ნიკოლაძის, კეკელიძის, არაყიშვილის, მცხეთის, შატბერაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.