სს "თელასის" განცხადება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა კომპანია „ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერის" მაღალი წნევის 600 მმ-იან წყალსადენი მილი, რის გამოც შეფერხებულია დიდუბის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება.

აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ზონაში გადის კომპანია „თელასის“ 35 კვტ-იანი მაღალი ძაბვის კაბელები, რომელთა საშუალებით ხორციელდება   მაღალი ძაბვის  ქვესადგური „დინამო“-ს ელექტრომომარაგება.

ავარიული სამუშაოების უსაფრთხოდ და დროულად ჩატარების მიზნით, აუცილებელია ზემოთ აღნიშნული კაბელების გამორთვა. ამის გამო, დღეს, 9 ივლისის  13 საათიდან 20 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება  8000 აბონენტს, მათ შორის, რკინიგზის დეპარტამენტს, თოდუას სახელობის საავადმყოფოს, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.