სს "თელასის" განცხადება

ქალაქ თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

ხაზგასმით  უნდა აღინიშნოს, რომ „თელასის“ მიერ ჩასატარებელი სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოები ითვალისწინებს უმნიშვნელო, მხოლოდ ლოკალურ, ერთდროულად ერთი ან ორი ქუჩის რამდენიმე საათით გამორთვას. ეს არის სადისტრიბუციო კომპანიის უპირობო ვალდებულება, რათა ელექტროგამანაწილებელი ქსელი მუდმივად უსაფრთხო და საიმედო მდგომარეობაში იქნას შენარჩუნებული. ამის თაობაზე ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას.

სამწუხარო და უსაფუძვლოა ამ ყველაფერზე თანმოყოლილი აჟიოტაჟი და ვუარვყობთ ყოველგვარ ჭორს დედაქალაქში ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, ვითვალისწინებთ რა საზოგადოებრივ ინტერესს მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ, მივიღეთ გადაწყვეტილება პროფილაქტიკური სამუშაოები დავიწყოთ არჩევნების დასრულების შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, იქნება უმნიშვნელო და უარყოფითად არ აისახება დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე.