სს "თელასის" განცხადება

მასმედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია თელასს არ გააჩნია მომხმარებლებზე რამოდენიმე წლის დარიცხული დავალიანების მოთხოვნის კანონიერი უფლება, რაც არ შეესაბამება სინამდვლეს და ემსახურება მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას.

„თელასი“ თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. თუ მომხმარებელს გააჩნია პრეტენზია დარიცხულ დავალიანებასთან დაკავშირებით და არ ეთანხმება არსებულ დავალიანებას, მას შეუძლია მიმართოს კომპანიის მომხმარებელთა პრეტენზიების განყოფილებას, სადაც არსებული წესების შესაბამისად მოხდება მომხმარებლის პრეტენზიის განხილვა. გარდა ამისა, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება „თელასის“ გადაწყვეტილებას, მას აქვს უფლება მიმართოს თავისი პრეტენზიით სემეკს და ენერგო ომბუნდსმენს, რომელთანაც კომპანია თანამშრომლობს ყველა მიმართულებით.

ბოლო დღეებში მოსახლეობაში ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ კომპანია „თელასთან“ შეთანხმებით თბილწყალკანალი ახორციელებს ძველი დავალიანების მოთხოვნას, თითქოს ამის შესახებ არსებობს კომპანიებს შორის შეთანხმება და წყლის ძველი დავალიანების გამო „თელასი“ მათ შეუწყვეტს ელექტროენერგიისს მიწოდებას. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ასევე ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ყოველ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობამ მიმართოს „თელასის“ ცხელ ხაზს (ტელ: 277 99 99) ან ვებ-გვერდზე  დატოვოს ინფორმაცია www.telasi.ge .

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.