დაბა კოჯრის და კიკეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ორი საათით შეეზღუდება

დღეს 35 კვ გადამცემ ხაზზე "ორბეთი-1" ავარიული სიტუაცია შეიქმნა.  გადამცემი ხაზისკენ გადახრილია ხე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება წაიქცეს და ხაზის დაზიანება გამოიწვიოს.

ხის მოსაჭრელად და ავარიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხაზის 2 საათით გამორთვა. აქედან გამომდინარე 16:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა კოჯრის და კიკეთის მოსახლეობას, სულ 2 160 აბონენტს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.