ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

კომპანია „თელასმა“ ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა.

ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ რეკონსტრუქციის და მოდერნიზების პროექტის ფარგლებში 10 კვ დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის I და II სექციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად დასრულებულია დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის I სექციის რეაბილიტაცია - მოძველებული ზეთიანი ამომრთველები შეიცვალა თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით, დასრულდა სამშენებლო სამუშაოები და სექცია გაშვებულია ექსპლუატაციაში.

პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელება 3 ოქტომბერს დაიწყო. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის II სექციის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება.

„ყველა ზემოაღნიშნული სამუშაოს განხორციელების მიზანია მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობისა და ეფექტურობის გაზრდა. შედეგად ამაღლდება მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოების დონე, ქსელში შემცირდება  ტექნიკური ინციდენტების რიცხვი“ - განაცხადა სს „თელასი“-ს ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო ეესი“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.  „ინტერრაო ეეს“-ის ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.