კომპანია „თელასი“ შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

კომპანია „თელასი“2013-2014 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება. ამგვარი დასკვნა გააკეთა „ინტერ რაო“-ს სპეციალურმა კომისიამ და სს „თელასს“ შესაბამისი პასპორტი გადასცა.   

სს „თელასის“ სამეწარმეო აქტივების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა  „ინტერ რაო“-ს კომისიამ 21-25 ოქტომბერს შეამოწმა.

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია „თელასი“ ყოველწლიურად აპრილის თვეში იწყებს. წელს „თელასის“ გენერალური დირქტორის სერგეი კობცევის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც  შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი.

გეგმის მიხედვით, „თელასმა“ ჩაატარა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები  110/35 და  10(6) კილოვოლტიანი ქვესადგურების  გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზაციის სამუშაოები  სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე;  სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 110 და 35 კილოვოლტიან ელექტრო გადამცემ ხაზებს, შეიცვალა 35/10/6  კილოვოლტიანი  ძაბვის მოძველებული  საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ეფექტური და საიმედო ელექტრომომარაგება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო ეესი“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.  „ინტერრაო ეეს“-ის ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.