სს „თელასის“ 2013 წლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2013 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

2013 წელი

2012 წელი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 371

4 087

+7%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ/სთ

2 063

2 023

+2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

524 559

505 875

+3,7%

2013 წელს კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 63 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2% (40 მლნ. კვტ/სთ-ით) აღემატება 2012 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 23 მილიონი კვტ/სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონონიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.    

2012 წელთან შედარებით 2013 წელს 4,8%-ით (88,1 მლნ. კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 907 მილიონი კვტ/სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა კომერციული დანაკარგების მოცულობის შემცირებამ განაპირობა. 

გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად 2013 წელს გაიზარდა კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე და აბონენტთა რაოდენობა.

2012 წელთან შედარებით 2013 წელს ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე 7%-ით ( 284 კმ-ით) გაიზარდა და 4 371 კმ. შეადგინა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 3,7%-ით (18  684 აბონენტით) გაიზარდა და 524 559 აბონენტი შეადგინა, საიდანაც 477 461  - ფიზიკური პირია, ხოლო 47 098 – იურიდიური პირი.

ახალი აბონენტების მიერთების პროექტის განსახორციელებლად 2013 წელს კომპანია „თელასმა“ 17,4 მლნ. ლარი დახარჯა. კერძოდ, კომპანიამ ისეთი სამუშაოები ჩაატარა, როგორიცაა საჰაერო და საკაბელო ელექტროხაზების გაყვანა, ტრანსფორმატორების, ელექტროენერგიის მრიცხველების მონტაჟი და ა.შ.

ქსელის გაფართოების აუცილებლობა გომოწვეულია დედაქალაქის განვითარებით, როგორც ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის, ასევე ახალი კომპანიებისა და საწარმოების გახსნის თვალსაზრისით.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.