კომპანია "თელასმა" ბავშვებს ახალიწლის დღესასწაული მიულოცა

კომპანია "თელასმა" დიღმის სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელთათვის საახალწლო წვეულება გამართა.

წვეულებაზე  ბავშვებისთვის ნაჩვენები იყო მრავალფეროვანი  გასართობი პროგრამა საყვარელი ზღაპრების გმირების და სანტა კლაუსის მონაწილეობით.

ყველა ბავშვს გადაეცა საახალწლო საჩუქრები. სპეციალურად მათთვის მოეწყო მხიარული ფოტოსესია.

ახალი  წლის დადგომა ბავშვებს "თელასის" სახელით კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ მიულოცა. 

გარდა ამისა დღეს საახალწლო საჩუქრები კომპანია „თელასმა“ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშთა სახლის "რწმენას" აღსაზრდელებს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშთა სარეაბილიტაციო ცენტრის პაციენტებს გადასცა.

ქველმოქმედება კომპანია "თელასის" ტრადიციულ საქმიანობად იქცა.დიღმის სმენადაქვეითებულ ბავშთა სახლს,  მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშთა სახლს "რწმენა", ლეიკემიით დაავადებულ ბავშთა სარეაბილიტაციო ცენტრს და მოხუცთა თავშესაფარს "კათარზისი" კომპანია უკვე მრავალი წლის განმავლობაში მფარველობს.

"თელასი" საქველმოქმედო საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.