სს ,,თელასი” აცხადებს ფასთა ღია გამოკითხვას სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე შემდეგი პირობებით:

  1. მომსახურების დანიშნულება: ს.ს ,,თელასის“ თანამშრომლების (მუშები) ტრანსპორტირება 2 (ორი) ერთეული მიკროავტობუსით;
  2. მომსახურების პერიოდი: 2 კალენდარული თვე, პროლონგაციის შესაძლებლობით;
  3. მომსახურების გრაფიკი:  ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით, პერიოდულობა დამკვეთის საჭიროების მიხედვით;
  4. თითო სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მინიმუმ 9 ადგილიანი;
  5. მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსრულებლის კუთვნილი გამართული  სატრანსპორტო საშუალებებით და კვალიფიცირებული მძღოლების მიერ, მომსახურების ფასი უნდა შეიცავდეს შემსრულებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან (მათ შორის საწვავის, ავტოტრანსპორტის რემონტის და სხვა) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
  6. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში;
  7. მომსახურების ფასი შემოთავაზებულ უნდა იქნას ლარებში, დღიური ან ყოველთვიური დაანგარიშებით;

დაინტერესებულმა  პირებმა ინფორმაცია შემოთავაზებული ავოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ და ფასი ინვოისის სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენებზე, ერთი დახურული კონვერტით 2013 წლის 17 დეკემბრის 15 საათამდე, შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, ვანის ქუჩა N3, საკონკურსო პროცედურების უზრუნველყოფის სამსახური. წარმოდგენილი ინფორმაცია და შემოთავაზება უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედადსმული პრეტენდენტი ორგანიზაციის  ხელმძღვანელის მიერ.  

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995 (32) 2779999; nino.nikolaishvili@telasi.ge; irina.gamzardia@telasi.ge

Deadline: 
Tuesday, 17 December, 2013 - 15:00