სს ,,თელასი” აცხადებს №26.11-K-43 ღია კონკურსს ფოლადის ბოძების შესყიდვაზე

27 ნოემბერი 2013 წ.


სს ,,თელასი” აცხადებს №26.11-K-43 ღია კონკურსს ფოლადის ბოძების შესყიდვაზე


1. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.


2. დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე,  სამუშაო საათებში  2013 წლის 27 დეკემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე _ ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, სს ,,თელასის” სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური.


3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.


4. ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით (ფასების ცხრილის და ტექნიკური აღწერილობის ელ. ვერსია დისკზეც) უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2013 წლის 30 დეკემბრის 10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, კანცელარია.  საკონკურსო შემოთავაზება (მათ შორის ფასების ცხრილი) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.


5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.


6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.


7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2013 წლის 30 დეკემბრის 15:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.


დამატებითი ინფორმაცია  პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ   მიიღოთ  შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე +995 (32) 2779853, +995 (32) 2779855; nino.nikolaishvili@telasi.ge; irina.gamzardia@telasi.ge