სს ,,თელასი” აცხადებს №26.11/147 ფასთა ღია გამოკითხვას სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოებზე VT-22 პროექტის მიხედვით

26 ნოემბერი 2013 წ.


სს ,,თელასი” აცხადებს №26.11/147  ფასთა ღია გამოკითხვას სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოებზე VT-22 პროექტის მიხედვით


1. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.


2. დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე,  სამუშაო საათებში  2013 წლის 2 დეკემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე _ ქ.თბილისი, ვანის ქ. #3, სს ,,თელასის” სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური.


3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.


4. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით (ფასების ცხრილის და ტექნიკური აღწერილობის ელ. ვერსია) უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2013 წლის 3 დეკემბრის 10:00-დან 12:30 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. #3, კანცელარია.  საკონკურსო შემოთავაზება (მათ შორის ფასების ცხრილი) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.


5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.


6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.


7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2013 წლის 3 დეკემბრის 16:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.


დამატებითი ინფორმაცია  პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ   მიიღოთ  შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე +995 (32) 2779853, +995 (32) 2779855; nino.nikolaishvili @telasi.ge: irina.gamzardia@telasi.ge