სს ,,თელასი” აცხადებს №16.10/124 ფასთა ღია გამოკითხვას ქ/ს „დიდუბე–220“–ის დგმ ფასადისა და გადახურვის სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოებზე

16 ოქტომბერი 2013 წ.


სს ,,თელასი” აცხადებს №16.10/124  ფასთა ღია გამოკითხვას ქ/ს „დიდუბე–220“–ის დგმ ფასადისა და გადახურვის სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოებზე


1) ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.


2) დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე,  სამუშაო საათებში  2013 წლის 22 ოქტომბრის 18.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე _ ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, სს ,,თელასის” სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება.


3) დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.


4) ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით (ფასების ცხრილის და ტექნიკური აღწერილობის ელ. ვერსია ქართულ და რუსულ ენებზე დისკზეც) უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2013 წლის 23 ოქტომბრის  10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, კანცელარია.  საკონკურსო შემოთავაზება (მათ შორის ფასების ცხრილი) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.


5) ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.


6) საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.


7) დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2013 წლის 23 ოქტომბრის 15:10 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.


დამატებითი ინფორმაცია  პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ   მიიღოთ  შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე +995 (32) 2779853, +995 (32) 2779855; elene.kakiashvili@telasi.ge